logo_geo
eng_logo
შიდა ქართლის რწმუნებული საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო
- +

30 მარტი. 2020. 15:24

 

 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა აჭარიდან ეკომიგრანტ ფერმერის მერაბ შავაძის ახალგაშენებული ბაღი მოინახულეს. ასევე, მიმდებარე მეურნეობებში საგაზაფხულო სამუშაოები დაათვალიერეს და ფერმერებს გაესაუბრნენ.

 

მერაბ შავაძემ პროგრამა ,,დანერგე მომავალის" ფარგლებში 10 ჰექტარზე სხვადასხვა მრავაწლოვანი ბაღი გააშენა. ბაღში 87,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 57,500 ლარს შეადგენს.

 

შიდა ქართლის რეგიონში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, გაშენდა 2250 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილი ბაღი, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 14,572,000 ლარი შეადგინა. შეიქმნა 28 ახალი და გაფართოვდა 111 საწარმო, ახალ საწარმოებში განხორციელებულმა სრულმა ინვესტიციამ შეადგინა 37 მილიონ ლარზე მეტი. ახალშექმნილ საწარმოებში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

 

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, შიდა ქართლის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner