„უახლოეს მომავალში ველით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და უახლოეს მომავალში ველით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. მოგვიანებით, ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს", - განაცხადა პრემიერმა.