logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია გვჭირდება
- +

15 ივნისი. 2016. 14:12


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე, საქართველოს  მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია სჭირდება.



პრემიერის თქმით, მხარდაჭერის დემონსტრაცია აუცილებელია საიმისოდ, რომ ვარშავის სამიტი გაწევრიანებისაკენ გადადგმული ნათელი და თვალსაჩინო ნაბიჯი გახდეს.



სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დადასტურება; პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner