საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე, საქართველოს მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია სჭირდება.
პრემიერის თქმით, მხარდაჭერის დემონსტრაცია აუცილებელია საიმისოდ, რომ ვარშავის სამიტი გაწევრიანებისაკენ გადადგმული ნათელი და თვალსაჩინო ნაბიჯი გახდეს.
„სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დადასტურება; პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.