logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
- +

30 მარტი. 2020. 20:17

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

 

თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მზარდი დნამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად არის მზად კლინიკები და მედპერსონალი რეაგირებისთვის:

 

ეპიდემიის რისკი მომატებულია, შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ზომები, რასაც ვიღებთ იყოს პროპორციული და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია.  შეხვედრის მთავარი მიზანია მოვისმინო თქვენგან მზადყოფნა, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისგან, თუ რამდენად შეგვიძლია მზარდ დინამიკაზე რეაგირება და ამავე დროს თუ არის რაიმე ღია საკითხები, სადაც თვლით, რომ მთავრობას შეუძლია კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ამ საკითხების მაქსიმალურად მოკლე დროში მოსაგვარებლად. პაციენტებთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აჭარაში არ უნდა გვქონდეს რაიმე არსებითი პრობლემა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

შეხვედრას აჭარაში მოქმედი კლინიკის ხელმძღვანელები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner