logo_geo
eng_logo
გური სულთანიშვილი: „მთავარმა არხმა,” ამ მავნებელმა მედიამ, აი, ეს გრაფიკი გაუშვა ეთერში… ამ არხის დედა ვატირე!
- +

30 მარტი. 2020. 20:59

 

 

POSTV-ის წამყვანი, ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი, „მთავარი არხის“ გუშინდელ ეთერში გასულ დეზინფორმაციულ და მიზანმიმართულად პანიკის გამავრცელებელ გადაცემას ფეისბუქზე ეხმაურება.

 

 

მთავარმა არხმა, ამ მავნებელმა მედიამ გაუშვა ეს გრაფიკი, სადაც გვარამია ყვება შემდეგს; წარმატება არ გვაქვს, პირველ თვეში, ყველას უკეთესი შედეგი ქონდა, ახლა იწყება კატასტროფაო.

 

 

ესაა უკონტექსტოდ, მავნებლურად გაკეთებული გრაფ იკი. საგანგებოს დროს, ასეთი მედია თავისუფლად შეიძლება რომ დახურონ, ცოტა ხნით მაინც. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არღვევდნენ კარანტინის წესებს, უვარდებოდნენ ბოქსირებულ განყოფილებებში ხალხს, აანონსებდნენ ჭირს და ქაოსს.

 

 

ამ გრაფიკში, არაფერია ნათვამი იმაზე რომ გერმანიას კი ქონდა 48 ქეისი მაგ დროს, თუმცა ფრენები დაკეტეს 18 მარტს, როცა 12,327 შემთხვევა ჰქონდათ უკვე და მხოლოდ 13 მარტს შეწყდა სწავლა სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში, მაშინ როცა 3,675 ქეისი იყო უკვე კორონავირუსის. ანუ თვენახევარში სადღაც.

 

 

 

საფრანგეთშიც ანალოგიურად, სადღაც თვენახევარში, როცა უკვე 3 ათასამდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მაშინ დაიწყო, თანაც ეტაპობრივად, ჯერ სკოლების დახურვა, მერე კაფეების, მერე მასობრივი შეკრებების და 27 მარტს, როცა უკვე 35 000 შემთხვავა ფიქსირდებოდა, მაშინ მიიღეს საგანგებო ზომები.

 

 

ეს იმ პირობებში, როდესაც, ჩვენთან პირველივე ქეისზე შეჩერდა სწავლა, მერე ეტაპობრივად დაიხურა მაღაზიები, ჩაიკეტა მარნეული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ა.შ. ანუ ჩვენ გავაკეთეთ ის 50 კორონავირუსის შემთხვევაზე, რაც ამ ქვეყნებმა გააკეთეს, 10 და 20 ათას შემთხვევაზე. ამის მერე როგორ შეიძლება ეს შედარება, რას ემსახურება, გარდა მავნებლობის და პანიკისა?

 

 

პ.ს. ნუ ბრიტანეთზე რა უნდა ითქვას, ყველაზე უაზრო და გიჟური სტრატეგია ქონდათ, გირჩს რო შეშურდება ეგეთი. იმუნიტეტის გამომუშავებას აპირებდნენ და სამსახურში დადიოდნენ ჩვეულებრივად.

 

 

ამ არხის დედა ვატირე ჯერ რო ამდენი მასერჩინა, რად უნდა მოძიება და მეცნიერული მსჯელობა, რასაც აკეთებენ ყველაფერი საპირისპიროდ უნდა წარმოიდგინოთ და ეგაა “ – წერს გური სულთანიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner