logo_geo
eng_logo
პორტუგალიამ ისლანდიასთან ქულები დაკარგა
- +

15 ივნისი. 2016. 14:13


ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე პორტუგალიისა და ისლანდიის დაპირისპირებით დაგვირგვინდა. 14 ივნისი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ჯერ იყო და, მატჩის ფავორიტმა ავსტრიამ უნგრეთთან მარცხი განიცადა - 0:2, შემდეგ კი პორტუგალიამ ვერ შეძლო ისლანდიაზე გამარჯვება.

რა თქმა უნდა, წყვილში ფავორიტად პორტუგალიელები სახელდებოდნენ და პირველივე წუთიდან აქტიურად უტევდნენ მეტოქეს, თუმცა ერთადერთი გოლის გატანა პირველ ტაიმში ნანიმ შეძლო. 50-ე წუთზე, ბირკირ ბიარნასონმა წონასწორობა აღადგინა - 1:1. ამის შემდეგ პორტუგალიამ მეტოქეზე წნეხი გაზარდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა.

ამ ეტაპზე, ყველასათვის მოულოდნელად, F ჯგუფს უნგრეთი ლიდერობს, პორტუგალია კი მეორე ადგილს ისლანდიასთან იყოფს, ავსტრია 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner