logo_geo
eng_logo
სადილი ორ აივანზე – იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში მეზობლები ასე ერთობიან
- +

30 მარტი. 2020. 21:35

 

იტალიის სამხრეთით, ფერმოს პროვინციაში მდებარე პატარა ისტორიულ ქალაქ პორტო სან ჯორჯოს მოსახლეობა ცნობილია თავისი მეგობრობით და სოლიდარობით. ამიტომ, ამ პატარა ქალაქის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად რთულია თვითიზოლაციაში ყოფნა.

 

 

 

ადგილობრივებს უკვე რამდენიმე კვირაა საკუთარი ბინების დატოვების და მეგობრების ნახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

 

 

 

ამ რთულ მდგომარეობაში ორმა მეზობელმა საუკეთესო გამოსავალი იპოვა. მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლების აივნებზე ხის მაგიდა მოაწყვეს და ამ ფორმით ისადილეს.

 

 

 

იტალია, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავაც მზარდია.

 

 

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 756 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 779 შეადგინა.

 

 

5 217-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. დღეისათვის ქვეყანაში Covid 19-ის 97 689 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 13 030 პაციენტი.

                            

 

 შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner