logo_geo
eng_logo
მარნეულსა და ბოლნისში 100 ათასამდე მოქალაქე შეამოწმეს
- +

30 მარტი. 2020. 22:01

 

 

მარნეულის მერიასთნ დილიდან ხალხმრავლობა იყო. ადგილობრივები მარნეულის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორისგან პირველადი მოხმარების პროდუქტით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.

 

 

მერიასთან მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს დისტანციის და საკარანტინო რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს.

 

 

მარნეულსა და ბოლნისში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მანქანებისა და მოქალაქეების გაშვება გაძლიერებული კონტროლის ქვეშ ხორციელდება. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ საკარანტინო ზონის სურსათით მომარაგების პრობლემა არ არსებობს.

 

 

მკაცრი კონტროლის პარალელურად ჩაკეტილ რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება. ამ დროისთვის, მარნეულსა და ბოლნისში მედიკოსებმა მოხალისეებთან ერთად 100 ათასამდე მოქალაქე უკვე შეამოწმეს.

 

 

ქვემო ქართლის საკარანტინო ზონაში მცხოვრები პირების თერმოსკრინინგი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მედიკოსებმა რეგიონში 150 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმთელობის მდგომარეობა უნდა შეამოწმონ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner