logo_geo
eng_logo
კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი დაინფიცირდა
- +

30 მარტი. 2020. 23:54

 

 

ბათუმში მერვე ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. მას უშუალო შეხება ჰქონდა ინფიცირებულებთან და სავარაუდოდ ვირუსი დაავადებული პაციენტისგან გადაედო. ინფორმაცია Imedinews-ს კლინიკის თანამშრომელმა დაუდასტურა.

 

 

მედიკოსმა კლინიკას მაღალი ტემპერატურით გუშინ მიმართა და დღეს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მისი ოჯახის წევრები იზოლაციაში იმყოფებიან. ცნობილია მისი კონტაქტები კლინიკაში და ეპიდსიტუაციას სპეციალისტები სწავლობენ.

 

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით მედიცინის მუშაკი პირველად დაინფიცირდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner