logo_geo
eng_logo
ალექსი პეტრიაშვილის ინტერესებს ლევან სამუშია დაიცავს
- +

29 თებერვალი. 2016. 17:16


ალექსი პეტრიაშვილის ინტერესებს ლევან სამუშია დაიცავს. ადვოკატმა ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქმის მასალების გაცნობის თხოვნით შსს-ს მთავარ სამმართველოს დეტექტივების განყოფილებას და თბილისის პროკურორს:


„ამ ეტაპზე რასაც ვითხოვ, ეს არის საქმის გაცნობა, რისი სრული უფლებაც გაგვაჩნია კანონის შესაბამისად. დღეს უკვე შეტანილია განცხადება, როგორც გამომძიებლის სახელზე, ისევე თბილისის პროკურორის სახელზე და ველოდები მათგან რეაგირებას და პასუხს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონკრეტული განცხადების გაკეთება", - განაცხადა ლევან სამუშიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner