logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მოლოდინი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვა
- +

15 ივნისი. 2016. 14:15


უმრავლესობის წევრ ეკა ბესელია განცხადებით, მოლოდინი აქვთ, რომ „ქართული ოცნება" მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვა.


ბესელიას აზრით, კოალიციური მთავრობის ფორმირება საჭირო არ იქნება, თუმცა დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ „შეთანხმების შემთხვევაში, ასეთი მთავრობა შეიქმნას".


 

რაც შეეხება პროგნოზებს საპარლამენტო მანდატების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენი ხედვა და გეგმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოპტიმისტური განწყობა აქვს და არც ჩვენ ვართ სხვაგვარად განწყობილი, თუმცა მთავარია, რას გადაწყვეტს ამომრჩეველი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნით ქვეყანა ბევრ პრობლემას მიიღებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner