logo_geo
eng_logo
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
- +

30 მარტი. 2020. 23:56

 

ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაცოენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აპარატულ სუნთქვაზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, კლინიკაში 72 პაციენტია. „ამ ორის გარდა, 70 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა. რაც შეეხება ორსულს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს“, - განაცხდა ტურძელაძემ.

 

 

საქართველოში კორონავირუსი 103 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია - 20 პაციენტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner