ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა თვითგადარჩენის ინსტიქტი, ეს ბუნების ჯილდოა თუ ქართველი კაცის გენეტიკური კოდი, მაინც ყველაფერი ბუნებიდან მოდის.
ხელისუფლების ზრუნვა ხალხისადმი უკეთილშობილესი სამსახურია, რომელსაც უმაღლეს დონეზე ასრულებს ჩვენი მთავრობა, რისთვისაც ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკ-ცალკე უნდა უთხრათ მადლობა მათ.
თუ ჩემი ოჯახის პირადი მაგალითი რამით გამოგადგებათ ჯანმრთელობის დასაცავად მოგასენებთ, თუმცა ამის გახსენება არც ისე ადვილია ჩემთვის.
ჩემზე სამი წლით ადრე დაბადებული, ჩემი უფროსი ძმა - ცოტნე ონიანი, 1935 წელს („ჟამიანობის“ ასე ეძახდნენ „ისპანკობას“ სვანეთში) ინფექციით დაავადდა, რის გამოც ოჯახის ყველა წევრი ნათესავებთან გაიხიზნა, ავადმყოფთან მხოლოდ მამაჩემი დარჩა, ასეთი შემთხვევა სოფელში უამრავი იყო. რადგან არანაირი წამალი არ შველოდა და არც იშოვებოდა, ხუთი წლის ცოტნე ონიანი გარდაიცვალა. მამაჩემმა დედაჩემი, რომელიც მე მაშინ ძუძუს მაწოვებდა, ისიც კი არ დაუშვა შვილის დასატირებლად, არა თუ სხვა ოჯახის წევრი თუ ნეთესავი შემოუშვა სახლში. თვითონ მამაჩემმა გარდაცვლილ შვილს გაუკეთა კუბო, მარტომ აიკიდა ზურგზე და გაუკვალავ თოვლში მარტო სასაფლაოს აღმართს შეუდგა. თვითონვე გაუთხარა თავის მამის საფლავის გვერდით შვილს საფლავი და თავის ბაბუის გვერდით დაასაფლავა.
ერთი თვე გახიზნებული ოჯახი შინ არ დაბრუნებულა, რათა სახლიდან ჭირი გასულიყო (დეზინფექცია). სახლში მარტო მამაჩემი იყო, რომელიც თურმე საქონელს უვლიდა.
ასე იყო საერთოდ, ინფექციურ სნეულებასთან ბრძოლა მთაში. სწორედ ხალხში ტრადიციად ქცეული ჩვევა, შედეგში ქვეყანაში კანონის სახეს იღებს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენი ჩვევების შესაკავებლად სახელმწიფო კანონს გამოიყენებს.
დიდი ბოდიშის მოდით და პატივისცემით,
გრიგოლ ონიანი” - წერს ის