logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ის იყო საქართველოს კაცი, საქართველოს ცოცხალი თევზი
- +

31 მარტი. 2020. 02:38

 

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

საქართველოს კაცი

 

ის კაცი დაიბადა 81 წლის წინათ, ამ დღეს.

 

დაიბადა საქართველოსხელა გულით, რომელიც საქართველოსთვის ფეთქავდა და რომლის ფეთქვაც სოფელ ძველ ხიბულაში, გლეხის ოჯახში, ხის დაფიან საწოლზე შეწყდა.

 

გაიზარდა  თარაშ ემხვართან, მეფე გიორგისთან და უტა არსაკიძესთან ერთად.

 

იყო დიდოსტატი კონსტანტინეს ხორციელი და დიდი ილიას სულიერი მემკვიდრე.

 

იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გონება საქართველოსი.

 

იყო საქართველოს სულიერ მისსიაზე მოფიქრალი. მისიაზე კი არა, მისსიაზე.

 

ჩაატარა რეფერენდუმი, რომლითაც სრულიად ქართველმა ერმა, აფხაზებისა და ოსების ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.

 

მან აღასრულა ნება ღვთისა და ნება ხალხისა და ქმნა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

 

მას სწამდა, რომ ქართველი ერის გზა არის გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა.

 

ის იყო საქართველოს კაცი. საქართველოს ცოცხალი თევზი.

 

და ჩაიხუტა მამადავითის წმინდა მიწამ.

 

მას ჰქვია ზვიად გამსახურდია,“ - წერს ჯაბა ხუბუა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner