ხელვაჩაურში, წვეულებაზე 24 ადამიანი, მათ შორის, 11 ბავშვი, მოიწამლა. აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ „პირWელს" განუცხადა, რომ 24 ადამიანი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, პაციენტების წინასწარი დიაგნოზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაციაა.
„ბავშვები გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, დანარჩენები კი, ბათუმის ორ საავადმყოფოში.
სამედიცინო წვეულებაზე მყოფმა ჩინელმა სტუმარმა დაწესებულებაში მისვლაზე უარი განაცხადა, მისი მდგომარეობა არ იყო რთული.
პაციენტების წინასწარი დიაგნოზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია იყო",- განაცხადა ნიჟარაძემ.