logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდს შესასვლელთან საკონტროლო პუნქტი დაათვალიერა
- +

31 მარტი. 2020. 12:31

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად, ზუგდიდის შესასვლელთან, სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში იმყოფებოდა, სადაც ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება. პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოწყობილია ფოთის შემოსასვლელსა და გასასვლელში, ასევე საგუშაგოები განთავსებულია ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებთან მდებარე სოფლებში (ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი).

 

ალექსანდრე მოწერელიამ საკონტროლო პუნქტში მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და მათ 600 პირბადე გადასცა.

 

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და დღეს 8:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner