ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სატეხიაში, 24 ადამიანი, მათ შორის, 11 ბავშვი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, პაციენტების წინასწარი დიაგნოზი დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაციაა. პაციენტები, ამ დროისთვის, საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი.