logo_geo
eng_logo
სოფელ ზედა ეწერში მოსახლეობისთვის მასიურ თერმოსკრინინგს ნინო ვიბლიანი გაეცნო
- +

31 მარტი. 2020. 14:47

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა 560-ზე მეტ მოქალაქეს.

 

თერმოსკრინინგის ჩატარება ზედაეწერში მას შემდეგ  გადაწყდა, რაც სოფლის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჯერად გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არცერთს აღენიშნება.

 

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ზედა ეწერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner