logo_geo
eng_logo
გაგრაში მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა და საავადმყოფოდან გაიქცა
- +

31 მარტი. 2020. 20:05

 

 

გაგრის საავადმყოფოდან, სადაც ომის ვეტერანები მკურნალობდნენ, მედპერსონალი გაიქცა.

 

 

როგორც ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად 17 პაციენტია და ისინი საავადმყოფოს დატოვებას არ აპირებენ. პაციენტი ამბობს, რომ ისინი „ხელისუფლებამ“ და „მაღალჩინოსნებმა“ მიატოვეს.

 

 

მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალო ცენტრად უნდა გადაკეთდეს და იქ მყოფ 17 პირს უთხრეს, რომ საავადმყოფო დაეტოვებინათ. ამ შეთავაზებაზე პაციენტებმა უარი თქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მედპერსონალმა შეიტყო, რომ დაწესებულებას კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ამზადებდნენ, მათ პაციენტები მიატოვეს და საავადმყოფოდან გაიქცნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner