logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: ვიმსახურებ, ვიყო ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი!
- +

15 ივნისი. 2016. 15:01


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება თვის ბოლოს იგეგმება და შესაძლებელია, ვანის და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად ვიხილოთ.

 

„მთელი განვლილი გზიდან  და  4-წლიანი საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ვიმსახურებ, რომ ვიყო ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი",- განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner