ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება თვის ბოლოს იგეგმება და შესაძლებელია, ვანის და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად ვიხილოთ.
„მთელი განვლილი გზიდან და 4-წლიანი საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ვიმსახურებ, რომ ვიყო ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.