logo_geo
eng_logo
გალის რაიონის მთავარი ექიმის სკანდალური ვიდეო
- +

31 მარტი. 2020. 20:07

 

 

გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა სანიტარულმა ექიმმა (ინფექციონისტმა) გიორგი შონიამ "გალ ტვ"-ის ეთერში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა, სადაც შონია, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანს.

 

 

"გთხოვთ, შეეცადეთ, მაქსიმალურად დარჩეთ სახლში. ხშირად გაანიავეთ ოთახები. ხშირად დაიბანეთ ხელები  მოუფრთხილდით თავს და უფალი მოგიფრთხილდებათ თქვენ, თქვენ და ყველა ჩვენგანს. მეც თქვენსავით მეშინია! თუ მე ეს ვირუსი შემეყრება, საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება და შესაძლებელია ვირუსი სახლში მივიტანო. დედაჩემს დიაბეტი ჭირს - ის უკვე რისკ ჯგუფშია. არასრულწლოვანი შვილები მყავს, 5 და 6 წლის, ამიტომ მე მაქსიმალურად ვცდილობ  [წესები დავიცვა]." - ამბობს შონია.

 

 

ვიდეოს კომენტარებში, ერთი ნაწილი, მას პროფესიონალ ექიმად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი იმედი აქვს. მეორე ნაწილს კი ექიმ შონიას სიფხიზლეში ეჭვი შეაქვს.

 

გავრცელებული ვიდეოს პასუხებში, კომენტარებს აფხაზურ, ქართულ , მეგრულ და რუსულ ენებზე იპოვით. ვიდეომიმართვა "გალ ტვ"-მ გაავრცელა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner