logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მასპინძლობს
- +

15 ივნისი. 2016. 15:02


გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.



გიორგი კვირიკაშვილს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მასპინძლობს.  დახვედრის ოფიცილურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ.


დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაიწყო ორი ქვეყნის ლიდერების სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.


შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ერთობრივ პრესკონფერენციას გამართავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner