logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სუპერუნარიანმა ხელისუფლებამ პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა, რათა ვირუსს არ მოჰყოლოდა აფეთქება
- +

31 მარტი. 2020. 22:54

 

 

„ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას აქვს უნარი. ჩვენ გვყავს სუპერუნარიანი ხელისუფლება, რომელმაც პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა პრევენციაზე, სამედიცინო და სხვა ტიპის მარაგები შექმნა, რათა ვირუსს არ მოჰყოლოდა აფეთქება, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა,“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

 

„შექმნილ სიტუაციაში ორმაგ საფრთხეს ვხედავ. პირველი უკავშირდება ვირუსს, მეორე კი მის შედეგებს. ვირუსთან დაკავშირებით მთავარი გამოწვევაა ის, რომ ამ საფრთხის პირობებში ჩვენ არ გვქონდეს ის აფეთქება, რაც რაოდენობრივად გამორიცხავდა ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას, ყველა დაინფიცირებულ პაციენტს უმკურნალოს. ეს მოხდა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებსაც ახლა არ დავასახელებ. საფრთხე არსებობს და ამას ვერ გავექცევით. მთავარი გამოწვევაა, რომ პრევენციული ზომებით და სხვა ინსტრუმენტებით ამ საფრთხის პროცესის მართვის საშუალება შევინარჩუნოთ და პროცესი იყოს მართვადი და არა ხელიდან გაქცეული. ამისათვის საჭიროა ის ზომები, რომელიც ჩვენ ბოლო კვირეების განმავლობაში მივიღეთ.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეს, ეს ვირუსი უშედეგოდ ვერ ჩაივლით. მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგის მინიმიზაციაზე დაწყებული მუშაობა გადავიდეს იმპლემენტაციის რეჟიმში. თითოეული ჩვენგანი ამ სიტუაციაში ძალიან ბევრს სწავლობს - როგორ მოვაწყოთ ჩვენი ოჯახური ცხოვრება სხვანაირად, როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი უკეთესად. სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ ისწავლა. ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას აქვს უნარი. ჩვენ გვყავს სუპერუნარიანი ხელისუფლება, რომელმაც პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა პრევენციაზე, სამედიცინო და სხვა ტიპის მარაგები შექმნა, რათა ვირუსს არ მოჰყოლოდა აფეთქება, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner