logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ძალა არის საკუთარი ადგილის ძებნაში და მრავალი წელია ვერ მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკურ პეიზაჟზე მისი ადგილი არ არის
- +

31 მარტი. 2020. 23:21

 

 

იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ „ნაციონალური მოძრაობაზე ისაუბრა. სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც ნიკა გვარამის მონოლოგი იყო განხილული, სადაც ის ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლის გამო აკრიტიკებს, თეა წულუკიანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 

 

ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც რეალურად არის საკუთარი ადგილის ძებნაში და მრავალი წელია ვერ მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკურ პეიზაჟზე მისი ადგილი არ არის. მაგრამ ახლა, მით უმეტეს, როდესაც ეძებენ რა უსაყვედურონ მთავრობას, რა უსაყვედურონ ეკლესიას და რა უსაყვედურონ საბოლოო ჯამში საკუთარ ხალხს და საკუთარ თავზე გაბრაზებულებმა, რომ აქამდე, რამდენი წელი გავიდა უკვე და ვერ შეძლეს ხელისუფლებაში დაბრუნება, რა მოიმოქმედონ ისეთი, რომ თავი გამოიჩინონ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში წესების დაცვით პირბადეებიც ვერ დაარიგა, რისთვისაც შემდეგ ბოდიშის მოხდა მოუწია. წულუკიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიზისების მართვა არც თავისი მმართველობის დროს შეეძლო.

 

 

ასევე, ალბათ არ ღირს, მაგრამ უცბათ მაინც რომ გავიხსენოთ ის მრავალი კრიზისი, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს ხოლმე - პოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური, ვერცერთი კრიზისი, იყო შიდაპოლიტიკური თუ საერთაშორისო, მათ ვერ მართეს, როცა იყვნენ ჩვენს ადგილას. და მე მესმის, რომ ახლა მათ მხოლოდ მონოლოგების დრო აქვთ. ეს არის ის მონოლოგები, რომლების რეალურად ერთადერთი რამ არის, რაც მათ დარჩათ. ჩვენ კი ბევრი საქმე გვაქვს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ხელისუფლებას - თითოეულ მოქალაქეს დღეს აქვს ძალიან ბევრი საქმე, საზრუნავი. იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირად უნდა მოვაწყოთ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ცხოვრება რამდენიმე მომდევნო კვირის განმავლობაში. და რაც უფრო მკაცრები ვიქნებით საკუთარი თავისადმი, ეს სხვანაირი ცხოვრება იქნება მით უფრო მოკლე. ამიტომ, ამდენ საქმეში ასეთ ადამიანებზე, რა თქმა უნდა ბევრი დროის კარგვა, ჩემი აზრით არ ღირს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner