ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ვიზა-ლიბერალიზაცია 2016 წელს იქნება. ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა დაკისრებული ვალდებულება შეასრულა, ამიტომ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას პრობლემა არ გააჩნია.
„ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას არანაირი პრობლემა არ აქვს. ევროპულმა სტრუქტურებმა ცალსახად აღიარეს, რომ საქართველოს ევროპული გზა არის ურყევი და ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, არ შეიცვლება. ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება შეასრულა, რომელიც იყო გათვალისწინებული აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ვიზა-ლიბერალიზაცია წელს იქნება მიღებული. ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.