„ვაცნობიერებთ არსებულ ვითარებას და შეუფერხებლად ვაგრძელებთ სამუშაოებს იმისთვის, რომ შევძლოთ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგება. ვზრუნავთ, რომ უწყვეტად მოვამარაგოთ მოსახლეობა ხარისხიანი სასმელი წყლით.“ - ამის შესახებ „საქართველოს წყალ მომარაგების კომპანიის“ ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ზურაბ ალფაიძის განცხადებით, ცხელი ხაზის და სერვის ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად ემსახურებიან მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ხოლო, თანამშრომლები, რომლებიც პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ დისტანციურად მუშაობს, იცავენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს.
„ცხელი ხაზის, სერვის ცენტრების და მომხმარებელთა ურთიერთობის სამსახურები, პირველივე დღიდან დისტანციურად ემსახურებიან ჩვენს მომხამარებელს, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლები გვიგზავნიან განაცხადს ელექტრონულ ფოსტაზე და შემდეგ ხდება შესაბამისი რეაგირება.
ის თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ შეძლებენ დისტანციურ მუშაობას, ადგილზე აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების წესების სრული დაცვით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობისას იყენებენ პირბადეს, ხელთათმანს და იცავენ დისტანციის, გადაადგილების წესებს,“ - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.