logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ივანიშვილმა ალბათ საჭიროდ ჩათვალა და თქვა კიდეც სათქმელი
- +

15 ივნისი. 2016. 15:29


რა რეაქცია ჰქონდა „რეპორტიორის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს გიორგი მამაცაშვილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, სადაც ივანიშვილმა ჟურნალისტ ელისო კილაძეს „სიცრუის გამავრცელებელი" უწოდა. ამის შესახებ მამაცაშვილმა „TV პირველის" ეთერში ისაუბრა.


„მშვიდი იყო ჩემი რეაქცია. არც ქალბატონ ელისოს უჭირს სიტყვების მოძებნა. მას ნებისმიერ დროს შეუძლია პასუხის გაცემა მოპაექრე ადამიანისთვის. ივანიშვილმა ალბათ საჭიროდ ჩათვალა და თქვა კიდეც. კილაძეს აქვს თავისი არგუმენტები და რამდენად სწორია, ეს საზოგადოების განსასჯელი საკითხია", - განაცხადა მამაცაშვილმა.


რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მამაცაშვილის თქმით, ის არ ეთანხმება ელისო კილაძის ვარაუდს, რომ ფარულ ჩანაწერებს ხელისუფლება ავრცელებს.


„გამოქვეყნებულ ფირებზე დღეს არ მსურს საუბარი. ხელისუფლებაში მრავალმხრივი განშტოებებია, ვინ იგულისხმება, მთავარი ესაა. თუმცა მე მაინც გამოვრიცხავ, რადგან დღეს ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს მსგავსი დაპირისპირება და მიდგომა. მე და ქალბატონი ელისო ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ესეც ერთ-ერთი შემთხვევაა, სადაც მე მას არ ვეთანხმები", - განაცხადა მამაცაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner