logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იმისათვის, რომ სკამი შეინარჩუნოს, ყველაფერს კადრულობს!
- +

29 თებერვალი. 2016. 17:26


„თუ ევროპულ ღირებულებებზე დებს თავს, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ასეთი ტიპის ბრალდებების შემდეგ, მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე უნდა შეიჩეროს უფლებამოსილება და გადადგეს თანამდებობიდან", - განცხადებას მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:


„როდესაც პატივცემული თავდაცვის მინისტრი და „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე საქვეყნოდ ამტკიცებენ, რომ თუ „რესპუბლიკელები" არ იქნებიან თბილ სკამებზე, ეს დასავლური კურსიდან გადახვევა იქნება, სწორედ ეს არის შანტაჟი! იმისათვის, რომ სკამი შეინარჩუნოს, ყველაფერს კადრულობს. სურს წარმოაჩინოს, რომ მთელი ამერიკა, ევროპა და დასავლური სამყარო ხიდაშელ-ბერძენიშვილზეა ჩამოკიდებული. ასეთი შანტაჟით ცდილობდა მუდამ მთავრობის წევრების დაშინებას. ქალბატონმა ხიდაშელმა იმდენი უნდა იცოდეს, რომ დასავლური ღირებულებების უპირველესი ღალატი არჩევნების გაყალბებაა, რადგან არჩევნების გაყალბება ძირშივე სპობს დემოკრატიას. თუ ევროპულ ღირებულებებზე დებს თავს, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ასეთი ტიპის ბრალდებების შემდეგ, მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე უნდა შეიჩეროს უფლებამოსილება და გადადგეს თანამდებობიდან. ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი თუ მინისტრი ასე მოიქცეოდა. ქალბატონ ხიდაშელს სურს ამოეფაროს დასავლურ პოლიტიკას და იცხოვროს საბჭოური მეთოდებით!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner