logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სასამართლომ დამნაშავედ ცნო მერაბიშვილი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა
- +

15 ივნისი. 2016. 15:30


გადაცემა „არჩევანში" ეკა ბესელიამ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პატიმრობა სწორად იყო შეფარდებული მერაბიშვილთან მიმართებაში.


 

„ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა ის, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარი არ არის.

 

ვინც კარგად კითხულობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივად ნახავს, რომ მსგავსი რამ ევროპის სასამართლოს არ უთქვამს. უფრო მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის 5.1 მუხლი. ეს ის მთავარი მუხლია, რომელიც იყო გასაჩივრებული და რომელიც ეხება პატიმრობის კანონიერების საკითხს.

 

ბატონი ტუღუში - რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" დროს სახალხო დამცველი იყო, ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებების კუთხით დარღვევებმა პიკს მიაღწია, - დღეს საუბრობს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში პერიოდში ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე სურათი გვაქვს.

 

ყველაფერს იკადრებს ის ხალხი, რომელიც წლების წინ ამტკიცებდა, რომ 2008 წელს საქართველომ აგვისტოს ომი მოიგო და  ამას ურცხვად აჯერებდნენ საზოგადოებას. სწორედ ეს ადამიანები დღეს ამტკიცებენ, რომ თითქოს ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია.

 

ევროპული კონვენციის მეთვრამეტე მუხლში წერია, რომ არ შეიძლება კონვენციით დათქმული უფლებების გამოყენება სხვა მიზნით.

 

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პატიმრობა სწორად იყო შეფარდებული. ასევე სწორად იყო მეორედ 5.3, როდესაც მოსამართლემ გააგრძელა პატიმრობის ვადა. ეს არ ეხება ბრალეულობას, არ ეხება მერაბიშვილის დამნაშავედ ცნობის გადაწყვეტილებას.

 

26 მაისს რომ ქუჩაში გამოსული მომიტინგეები დაარბიეს და სისხლში ცურავდნენ, აქ დამნაშავე ვანო მერაბიშვილია.

 

სასამართლომ დამნაშავედ ცნო მერაბიშვილი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა.

 

ევროპის სასამართლომ აქცენტები გააკეთა იმ საქმეებზე, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საქმე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე. საქმეები, სადაც იკვეთება მერაბიშვილის ბრალეულობა ან შემხებლობა. ანუ ამ საქმეებთან დაკავშირებითაც იყო ინტერესი.  აქ საუბარია ამაზე და არა პოლიტიკურ მიზანზე.

 

სტრასბურგის სასამართლო მერაბიშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა კანონიერი მიზნით მოხდა", - აცხადებს ეკა ბესელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner