logo_geo
eng_logo
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

1 აპრილი. 2020. 12:12

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან  8 ნოემბრის ჩათვლით წინასწარი შეცნობით 15 წლის გოგონასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედება განახორციელა.

 

სამართალდამცველებმა ო.ა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 21 ივლისს თბილისში დააკავეს. მას 5 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო 2 ეპიზოდზე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner