ბოლო 24 საათში რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 777-ს შეადგენს. 199 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვშია დაფიქსირებული - 267 ადამიანი.