logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ვიზა-ლიბერალიზაციის გადადება „ოთხი ქვეყნის კალათაში“ მოხვედრას უკავშირდება
- +

15 ივნისი. 2016. 15:31


პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მაისაიას განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადადების რეალური მიზეზი უკავშირდება საქართველოს ე.წ. ოთხი ქვეყნის კალათაში მოხვედრას.


„ვიზა-ლიბერალიზაციის გადადების რეალური მიზეზი უკავშირდება გარემოებას, რომ საქართველო მოხვდა ე.წ. ოთხი ქვეყნის კალათაში: კოსოვო, თურქეთი, უკრაინა და საქართველო. თურქეთი შეჰპირდა ევროკავშირის ხელმძღვანელებს არალეგალური მიგრაციის ტალღების შეჩერებას, რომელიც არ შეასრულა და დაიწყო ვაჭრობა ამ თემატიკით. საქართველო მოჰყვა  გაუგებრობაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვართ ე.წ კალათაში და თურქეთის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხმა გადაიწია",- განაცხადა მაისაიამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner