logo_geo
eng_logo
მარტვილში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
- +

1 აპრილი. 2020. 14:58

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად  ხორციელდება.

 

ამ წუთებში, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, სოფლის ამბულატორიები,  ადმინისტრაციული შენობები, დევნილთა დასახლება და კულტურის სახლი მუშავდება. სამუშაოებს შპს „ჰიგია“ ახორციელებს.

 

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნო.

 

სადეზინფექციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში დასრულებულია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner