logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ფარული კადრების გავრცელებაში ყოფილი ხელისუფლების კვალს ვხედავ!
- +

15 ივნისი. 2016. 15:32


„ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ვხედავთ, ოღონდ ძველი ხელისუფლების კვალს", - ამის შესახებ „რეპორტიორის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, დამნაშავე ხელისუფლებას დღეს „წამებულის მანტია აქვს მოსხმული".


„გამოდიან და ეთერიდან გვიკითხავენ მორალს. ისინი 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, ზოგი საკრებულოს სკამიდან მართავდა ქვეყანას, ზოგი „მოქალაქეთა კავშირში" ე.წ. რეფორმატორთა ფრთა იყო და ა.შ. დღეს  კი წამებულის მანტია აქვთ მოსხმული", - განაცხადა მამაცაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner