„ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ვხედავთ, ოღონდ ძველი ხელისუფლების კვალს", - ამის შესახებ „რეპორტიორის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დამნაშავე ხელისუფლებას დღეს „წამებულის მანტია აქვს მოსხმული".
„გამოდიან და ეთერიდან გვიკითხავენ მორალს. ისინი 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, ზოგი საკრებულოს სკამიდან მართავდა ქვეყანას, ზოგი „მოქალაქეთა კავშირში" ე.წ. რეფორმატორთა ფრთა იყო და ა.შ. დღეს კი წამებულის მანტია აქვთ მოსხმული", - განაცხადა მამაცაშვილმა.