logo_geo
eng_logo
რუს და ბრიტანელ ფანებს შორის ჩხუბი ლილში გუშინაც მოხდა
- +

15 ივნისი. 2016. 15:30


ევრო 2016 საფრანგეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ხელჩართული ჩხუბების ფონზე მიმდინარეობს. უმრავლეს შემთხვევებში სხვადასხვა ქვეყნების გულშემატკივრები ამ ყველაფერში რუს გულშემატკივრებს ადანაშაულებენ. UEFA-მ უკვე წაუყენა პირობა რუსულ მხარეს, რომ თუ მსგავსი ფაქტები განმეორდება, ნაკრებს მიმდინარე ტურნირიდან მოხსნიან.

ინტერნეტ სივრცეში ბრიტანელი და რუსი გულშემატკივრების ჩხუბი დღესაც გავრცელდა, რომელიც 14 ივნისის ღამით, ქალაქ ლილის ქუჩებში მომხდარს ასახავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც პროვოკატორები რუსი გულშემატკივრები იყვნენ და სიტუაცია მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.





 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner