“ამ ეტაპზე სახლში დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევაფერხოთ ვირუსის შიდა გადაცემა. თუ ახლა ჩვენ ყველა ერთად არ გავაჩერებთ ამ ინფექციას, მერე მასთან გამკლევება უფრო ძნელი იქნება” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.
პაატა იმნაძემ სიმპტომატიკაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, დღევანდელ ეტაპზე სიმპტომატიკა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს.
„ახლა გრძელდება გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების სეზონი და ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს უცხოეთში მოგზაურობასთან. ანუ, თქვენ თუ 2 კვირის მანძილზე უცხოეთში არ ყოფილხართ, ან არ გქონიათ უშუალო კავშირი დაინფიცირებულთან და გახველებთ და ტემპერატურა გაქვთ, ეს კორონავირუსუ ვერაფრით ვერ იქნება“- აღნიშბა პაატა იმნაძემ.