logo_geo
eng_logo
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 104 ათასს გადასცდა
- +

2 აპრილი. 2020. 11:03

 

 

ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იტალიას მიუახლოვდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ესპანეთში ინფიცირების 104 118 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულებიდან 22 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა, თუმცა ძალიან მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა - 9 387 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ - 216 721 შემთხვევა, გარდაიცვალა 5137 ადამიანი. იტალიაში 110 574 ინფიცირებულია დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვით კი ყველა ქვეყანას უსწრებს - 13 155 ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner