logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: არსენი „ტეტჩერი“ უნდა წავიდეს...
- +

29 თებერვალი. 2016. 17:31


„არსენი იაცენიუკმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს", - განცხადებას ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში აკეთებს.

 

„მიმაჩნია, რომ არსენი „ტეტჩერი" უნდა წავიდეს, უპირველეს ყოვლისა, ის პრეზიდენტმა უნდა გაათავისუფლოს, ის უნდა შეცვალოს ადამიანმა, რომელსაც ქვეყანაში რეფორმების საუკეთესო პროგრამა ექნება. ეს პროგრამა საზოგადოებამ უნდა განიხილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებაში კვლავ იაცენიუკის მსგავსი ადამიანი მოვა, რომელიც ოლიგარქების ინტერესებს დაიცავს.

 

ადამიანი მაიდნის შედეგად მოვიდა და ამაყობს იმით, რომ ის ძალიან არაპოპულარულია. რა არის საამაყო?"- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, 19 თებერვალს არსენი იაცენიუკმა საკუთარი თავის დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს შეადარა.


„მე ვნახე რთული ცვლილებების განხორციელების დროს მარგარეტ ტეტჩერის, ბალცეროვიჩის, კომოროვსკის, კვაშნევსკის რეიტინგები. მსგავსება ერთი-ერთშია", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner