logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუა: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მივიღე გიორგი ბაჯელიძესგან, არის საჯარო!
- +

15 ივნისი. 2016. 16:03


ექსპერტი მიხეილ დუნდუა ჟურნალისტ ელისო კილაძის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. 

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს წარმოადგენენ, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავენ ტენდერების გარეშე. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბაჯელიძემ აღნიშნულის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტ მიხეილ დუნდუას მიაწოდა იმ მიზნით, რომ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდე მისულიყო.


ამასთან დაკავშირებით მიხეილ დუნდუამ საუბრისას განაცხადა, რომ მას მართლაც ჰქონდა კონტაქტი გიორგი ბაჯელიძესთან, რომელიც „მაილზე" გარკვეულ ინფორმაციას უგზავნიდა.

 

ეს ნფორმაცია არის საჯარო და ღია ნებისმიერ ადამიანისთვის. მასში კონფიდენციალური არფერი არ არის. მას ჰქონდა მოსაზრება, რომ გარკვეულ საკითებთან დაკავშირებით გარკვეული გვარები შეიძლება ჩართულები ყოფილიყვნენ კორუფციულ გარიგებებში, თუმცა მე არ ვარ მეკავშირე ივანიშვილთან და მე მას ვუთხარი, რომ თუ რამე ინფორმაცია და ნივთმტკიცებულება ჰქონდა, მიემართა სამართალდამცავი უწყებებისათვის. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მივიღე, არის საჯარო, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ გვერდებზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. შესაბამისად, ვინმესთვის მის მიწოდებას არანაირი დატვირთვა არ აქვს", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner