logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია
- +

15 ივნისი. 2016. 16:04


გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.


გიორგი კვირიკაშვილს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ.


დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაიწყო ორი ქვეყნის ლიდერების სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner