ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მაისაიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად მრავალპარტიული პარლამენტი იქნება. მაისაიამ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენციას „პატრიოტთა ალიანსი" გაუწევს და ასევე სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები.
„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი. „ნაცმოძრაობას" დიდი შანსი არ ექნება, რადგან გამოჩნდა ახალი კოალიციები. „პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია დიდი კონკურენცია გაუწიოს „ნაციონალურ მოძრაობას" და პარლამენტში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩაანაცვლოს. ასევე ნაციონალების ხმები შეიძლება ბურჭულაძის პარტიამ და „გირჩმა" მიიღონ.
„ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე 9%-ზე მეტს ვერ აიღებს. სხვა ოპოზიციურ ძალებს უფრო გააჩნიათ დიდი პერსპექტივები. მეჭიაურის პარტიაც განიხილება დიდ ძალად, განსხვავებული საგარეო კურსის მიუხედავად", - განაცხადა მაისაიამ.