logo_geo
eng_logo
თუ ცოლ–ქმარს ორი და მეტი შვილი ჰყავს, ერთი ავტომობილით ვერ გადაადგილდებიან? – ნათია მეზვრიშვილის პასუხი კითხვაზე
- +

2 აპრილი. 2020. 20:47

 

 

საქართველოში საგანგებო სიტუაციის პირობები გამკაცრდა. საკარანტინო სიტუაციაში ამოქმედდა შეზღუდვები, მათ შორის ის, რომ 3–ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, ასევე, არ შეიძლება ავტომობილით 3–ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

 

კითხვაზე – ოჯახში თუ 3–ზე მეტი წევრია, ის ერთი ავტომობილით ვერ გადაადგილდება? – მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა ამ სიტუაციასაც ეხება და, მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მძღოლს დაეკისრება:

 

 

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ ოჯახში გვყავს სამი, ოთხი შვილი და როგორ გადავადგილდეთ – ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში, 3–ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს, ეს კეთდება, პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ასაკის ბავშვზეა საუბარი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner