logo_geo
eng_logo
„გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს და საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“
- +

15 ივნისი. 2016. 16:21


პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს და საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.




ბოლო წლებშიჟენევის ფორმატზე განხილულ საქმეებს შორის, .. საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე ყველაზე მძიმეა და ამ პასუხისმგებლობას ვერც რუსული მხარე და ვერც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმოამდგენლობა ვერ გაექცევა.

გამოძიება რა თქმა უნდა, იმ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, სადაც ეს ადამიანი იმყოფება. სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ გამოძიება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაწარმოოთ.

ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა ამ მძიმე დანაშაულზე საოკუპაციო რეიმს და რუსულ მხარეს ეკისრება, რომელიც ამ რეჟიმის ავტორია. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება რუსეთს ძალიან გაუჭირდება. მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ვინც ჩვენ გვეხმარება ამ საქმეში - პარტნიორი ქვეყნები, თანათავჯდომარეები, ყველა რუსულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას. ყველაფერი  დღისით, მზისით ხდებოდა და ეს ძალიან ნათელია.

გამოძიება უნდა ჩატარდეს და აფხაზებსაც უნდა აინტერესებთ ამ გამოძიების ჩატარება, რადგან  სხვაგვარად ნდობის აღდგენა ძალიან რთული იქნება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აფხაზები და ჩვენი თანამემამულე ოსები საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად გრძნობდნენ. ჩვენ მათ აბსოლუტურად სხვაგვარ ვეპყრობით.

თუ დაივლით სამედიცინო დაწესებულებებს, ნახავთ, როგორი მოვლისა და ყურადღების ქვეშ არიან ისინი. ეს იციან ოსებმა და აფხაზებმა. მათ უნდა სურდეთ ამ საქმის გამოძიება, რათა არ გართულდეს  ისედაც ძალიან გართულებული და მძიმე პროცესი იმ ნდობის აღდგენისა, რომელიც უმთავრესია ამ პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ პირველ რიგში, გვჭირდება არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ, აფხაზი და ოსი ხალხის დაბრუნება ჩვენს, ქართულ ოჯახში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner