logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას
- +

3 აპრილი. 2020. 01:23

 

 

ბიძინა ივანიშვილი და ფონდი “ქართუ” ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას. ფონდი “ქართუს” განცხადება, რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსებაში დაეხმარება - უპრეცედენტოა” -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

 

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში, ოპონენტების მხრიდან შეკითხვა - სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, - ცინიკური და ფარისევლურია.

 

 

სხვათაშორის, ამ კითხვას იგივე ადამიანები სვამენ, რომლებიც წინა თვეებში  ამბობდნენ, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესში. თუ შევხედავთ ობიექტურ რეალობას, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აჩვენა მთელ საზოგადოებას, რომ საქართველოს ყავს ქმედითი ხელისუფლება და აქვს ეფექტური პოლიტიკური მენეჯმენტი. ეს პოლიტიკური მენეჯმენტი არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შექმნილია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner