logo_geo
eng_logo
პუტინმა აპრილი უქმე თვედ გამოაცხადა
- +

3 აპრილი. 2020. 02:34

 

 

ვლადიმერ პუტინმა აპრილის თვე უქმედ გამოაცხადა. გადაწყვეტილება რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

 

 

სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვეტილება მოსახლეობას ვიდეო მიმართვით ამცნო. როგორც მან აღნიშნა კორონავირუსის პანდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია მსოფლიოში და ჯერჯერობით, არც რუსეთში.

 

 

მისი თქმით, არასამუშაო დღეების ოდენობა, ანაზრაურების შენარჩუნების საკითხთან ერთად, ვითარების მიხედვით, შესაძლოა შეიცვალოს.

 

 

ცნობისთვის, ძველი გადაწყვეტილებით, რუსეთში ერთი კვირა უქმედ იყო გამოცხადებული. არასამუშაო პერიოდი ქვეყანაში 4 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner