logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი „შეჩერების მექანიზმის“ კონტექსტში განიხილება
- +

15 ივნისი. 2016. 16:21


გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი „შეჩერების მექანიზმის" კონტექსტში განიხილება. ამის შესახებ მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ჩვენ გასულ კვირას - ტელეფონით და დღესაც ვილაპარაკეთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზა-ლიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც, სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზა-ლიბერალიზაციას განვიხილავთ „შეჩერების მექანიზმის" კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც შარშან სირიის შემთხვევაში იყო - ამის განმეორება რადგან არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე", - განაცხადა მერკელმა.


ანგელა მერკელის განცხადების ქართულ თარგმანს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner