ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5926-ს მიაღწია. ამრიგად, „ფრანს პრესის“ გამოთვლით, 24 საათში გარდაიცვალა 1169 ინფიცირებული.
ერთ დღე-ღამეში ერთ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია. წინა „რეკორდი“ იტალიაში დაფიქსირდა, სადაც 27 მარტს 969 ადამიანი გარდაიცვალა.